აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები

 

ჩვენი სასწავლო ცენტრის ყველა აბიტურიენტი უკვე სტუდენტია!

გასული 2011-2012 სასწავლო წელი „ქართულ–ევროპულმა საგანმანათლებლო ცენტრმა ვეტომ" წარმატებით დაასრულა. ყველა ჩვენმა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ცენტრის მოსწავლეთა 100% სტუდენტია. სახელმწიფო დაფინანსება (გრანტი) მიიღო - 81%. მათთვის სასურველ ფაკულტეტზე (ეროვნული გამოცდების ცენტრში წინასაგამოცდო რეგისტრაციისას სიაში მითითებული პირველი და მეორე ფალულტეტზე) ჩაირიცხა – 95%.

ქართულ–ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი - VETO” აგრძელებს აბიტურიენტთა მიღებას 2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე.

ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული  პროფესორ-მასწავლებლებით. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმაოდგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველოფა მისაღები ფასების შეთავაზებით. სწავლება ეფუზნება ერთაინი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს.  ცენტრში პერიოდულად ტარდება შუალედური გამოცდები, რომელიც ეროვნული გამოცდების ტესტებს ეფუძნება.

ჯგუფები გამოირჩევა მოსწავლეთა სიმცირით და  დაყოფილია დონეების მიხედვით. მეცადინეობები ტარდება როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ჯგუფში ირიცხება მხოლოდ 3-4 მოსწავლე და გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს საათ ნახევარს.

სწავლის დაწყებამდე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას პედაგოგებთან, რათა უზრუნვეყოფილი იქნეს მათი შესაბამისი დონის ჯგუფებში ჩარიცხვა.

ცენტრში ასევე მიიღებიან მე–9, მე–10 და 11–ე კლასის მოსწავლეები საატესტატო საგნებში მოსამზადებლად.


სწავლის ღირებულება თვეში შეადგენს:

  • ჯგუფური – 75 ლარი (თითოეულ საგანში).
  • ინდივიდუალური – 110 (კვირაში ორჯერ), 150 ლარი (კვირაში სამჯერ).
  • 4 საგანაში – 70 ლარი (თითოეული საგანში).