გაცნობებთ, რომ კვირას 19 ოქტომბერს "რედისონში" ჩატარდება საერთაშორისო განათლების გამოფენა 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. ჩვენი სასწავლო ცენტრის ყველა ამჟამინდელ და ყოფილ მსმენელს შესაძლებლობა გეძლევათ უფასო რეგისტრაციის საფუძველზე დაესწროთ გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ევროპის, ამერიკის და რუსეთის წამყვანი უნივერსიტეტები და სასწავლო ცენტრები. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ უშუალოდ გაესაუბროთ წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, დაგეგმოთ საზღვარგარეთ სწავლა როგორც ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ასევე სხვადასხვა ენის შემსწავლელ და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ასევე, შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ სტიპენდიების მიღების წესებს. უფასო რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე 

http://www.begin.ru/events/international-education-fair-tbilisi-g/


 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდთ: 214 88 14; 299 01 35; 599 80 74 88. ან მოგვწერეთ facebook გვერდზე