ბუღალტერია
აქცია! სრული ორთვიანი კურსის ღირებულება 280 ლარი 550 ლარი! საჩუქრად ORIS კომპიტერული ბღალტერია.
ტრეინინგი განკუთვნილია ნებისმიერ პირთათვის, როგორც დამწყებ, ასევე მოქმედ ბუღალტერთათვის, რომელთაც სურთ შეისწავლონ და გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის ცოდნა. ასევე, კურსი რეკომენდირებულია ნებისმიერ მსმენელთათვის, ვინც აპირებს ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შესწავლას და არ აქვს განათლება ეკონომიკის სფეროში, მაგრამ სურს პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს ბუღალტერია.
ტრეინინგი მოიცავს ორ საფეხურს:
- საფეხური პირველი: თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური კურსი
- საფეხური მეორე: ORIS კომპიუტერული ბუღალტერია.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, კვირაში ორჯერ.
ორთვიანი კურსის სწავლის საფასური - 280 ლარი (თვეში 140 ლარი) 550 ლარი.
სწავლა მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში.
ტრეინინგი ტარდება დღის და საღამოს საათებში.
მსმენელებს უფასოდ გადაეცემა სასწავლო მასალა.
ტრეინინგის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
სასწავლო პროგრამა
თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია შეისწავლება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის თეორიის და პრაქტიკის საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსს.
საკითხების ჩამონათვალი:
1. ბუღალტრული აღრიცხვის არსი, სახეები, მეთოდი, ამოცანები, პრინციპები.
2. ბუღალტრული დოკუმენტების კლასიფიკაცია.
3. ბალანსი.
4. მოგება ზარალი.
5. ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებულ პროცედურები: საწესდებო კაპიტალის სახით ფულის და მატერიალური აქტივების შეტანა.
6. მომსახურების და საქონლის ადგილობრივი შესყიდვის ოპერაციები.
7. მომსახურების და საქონლის რეალიზაცია.
8. ხელფასის აღრიცხვა - ფულადი სახით, ნივთგაცემით, პრემია, დივიდენდი.
9. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
10. ხარჯების აღრიცხვა.
11.წლიური შედეგების დაანგარიშება როგორც ბუღალტრული, ისე საგადასახადო კუთხით.
12. საგადახდო კოდექსის ძირითადი საკითხები.
13. მოგების, საშემოსავლო, ქონება, დღგ გადასახადები.
14.კომპიუტერული პროგრამა - Oris.
15. rs.ge მუშაობა.
ფასდაკლების მისაღებად შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა
ან გადმოაგზავნეთ თქვენი CV ან საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი მაილზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
სათაურის ველში მიუთითეთ სასწავლო კურსის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.
მისამართი:
რუსთაველის ფილიალი: ქ.თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ.11. მე–2 სართული (მეტრო რუსთაველთან, „მაკდონალდსიდან“ მე-5 შენობა).
საბურთალოს ფილიალი: კოსტავას ქ.68, (ტელევიზიასთან).
ტელ.: 293 53 30; 2 14 88 14, 2 90 43 35.
მობ.: 599 80 74 88
ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ–გვერდი: www.veto.ge
https://www.facebook.com/vetoakademia/?ref=hl