რატომ უნდა ავირჩიოთ მე-4 (არჩევით) საგნად სამოქალაქო განათლება?
მე-4 (არჩევით) საგნად სამოქალაქო განათლების არჩევის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფრო მეტი უპირატესობა. კერძოდ:
➡️ სამოქალაქო განათლებას აბარებს აბიტურიენტთა მცირე ნაწილი და ამიტომ, კონკურსი შედარებით ნაკლებია ამ საგნის არჩევისას. მაგალითად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოცხადდა 1740 აბიტურიენტი.
➡️ 2017 წელს სამოქალაქო განათლებით მისაღები აბიტურიენტთა რაოდენობა შეადგენდა 2331 ადგილის.
➡️ აღნიშნულიდან ვასკვნით, რომ დაშვებულ რაოდენობაზე ნაკლებმა აბიტურიენტმა ჩააბარა სამოქალაქო გაანთლება და უნივერსიტეტებში დარჩა ვაკანტური ადგილები.
➡️ სამოქალაქო განათლების პროგრამა მოცულობით უფრო მცირეა, ვიდრე სხვა არჩევითი საგნების პროგრამა და აბიტურიენტს უადვილდება საგნის შესწავლა.
➡️ რადგან სამოქალაქო განათლების საგნის მიხედვით, დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა მცირეა, უფრო მეტი შანსი აქვს აბიტურიენტს მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი. მაგალითად, 2017 წელს ისტორიის გამოცდაზე გამოცხადდა 11 026 აბიტურიენტი, გეოგრაფიის გამოცდაზე - 11 490 აბიტურიენტი, მათემატიკის გამოცდაზე - 7722 აბიტურიენტი, სამოქალაქო განათლების გამოცდაზე კი - 1740 აბიტურიენტი.
რატომ აბარებს სამოქლაქო განათლებას ასე ცოტა აბიტურიენტი?
ამის მიზეზი გახლავთ:
➡️ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სამოქალაქო განათლება არჩევით საგნად, შედარებით გვიან - 2015 წელს დამატება.
➡️ აბიტურიენტები ინფორმირებულნი არ არიან ამ საგნის უპირატესობების შესახებ.
➡️ საქართველოში სამოქალაქო განათლების კვალიფიციური პედაგოგები საკმაოდ ნაკლებია. ეს საგანი ხშირად შეთავსებული აქვს სხვადასხვა განათლების მქონე პედაგოგს, რაც არასწორად მიგვაჩნია. სამოქალაქო განათლება, თავისი არსით ყველაზე ახლოს დგას იურისპრუდენციასთან, ამიტომაც ყველაზე ეფექტურია, როდესაც ამ საგანს ასწავლის სამართლის დარგის სპეციალისტი.
რას გირჩევთ:
➡️ თვქენი შანსები გაიზრდება, თუ აჩევით მე-4 საგნად სამოქალაქო განათლებას აირჩევთ.
➡️ და თუ კი უკვე არჩეული გაქვთ მე-4 საგანი, უმჯობესი იქნება მე-5 არჩევით საგნად სამოქალაქო განათლების დამატება, რადგან ამ საგნით სახელმწიფო გრანტის აღების შესაძლებლობა უფრო მაღალია და ასევე გეზრდებათ შანსი სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად.
➡️ თუ თქვენ აბარებთ სამართლის (იურიდიულ) ფაკულტეტზე, მიზანსეწონილია სამოქალაქო განათლების არჩევა, რადგან თქვენ პირველ კურსზე უკვე გეცოდინებათ სამართლის საფუძვლები, რაც უპირატესობას მოგანიჭებთ თქვენს კურსელებთან შედარებით.
➡️ თქვენი განათლება მიანდეთ მხოლოდ კვალფიცირებულ სპეციალისტებს.
ქართულ-ევროპულ აკადემია VETO, სამოქალაქო გაანთლების კურს უძღვება თამარ ვეფხვაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
მისამართი: ძმები კაკაბაძეების ქ.11, მე-2 სართული.(მეტრო რუსთაველთან, მაკდონალდსიდან მე-3 შენობა).
საბურთალოს ფილიალი: კოსტავას ქ.68 (სახელმწიფო ტელევიზიის გვერდით, ახალაშენებული კორპუსის პირველი სართული).
ტელ,: 2 14 88 14; 293 53 30, 599 80 74 88